მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა და ჩინეთმა ორწლიანი დაძაბული ურთიერთობის შემდეგ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

5e1f5f553e263
BM.GE
15.01.20 22:49
1226
აშშ-მა და ჩინეთმა ორწლიანი დაძაბული ურთიერთობის შემდეგ სავაჭრო შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმება რვა ნაწილისგან შედგება და იგი მიზნად ისახავს სავაჭრო უთანხმოებების დასრულებას, რამაც არამხოლოდ აშშ-სა და ჩინეთზე იქონია ნეგატიური გავლენა, არამედ მთელ მსოფლიოზე.

როგორც „უოლ სტრიტ ჯორნალი“ წერს, შეთანხმების მიხედვით, ვაშინგტონი დათანხმდა ტარიფები შეამციროს 7,5%-მდე 120 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე. რაც შეეხება სხვა საკითხებს, რაც ორ ქვეყანას შორის უთანხმოების საგანი გახდა, მომავალში განიხილება, მათ შორის არის ჩინური სუბსიდიები ადგილობრივ კომპანიებზე. როგორც ამერიკული მედია წერს, ამ საკითხზე მხარეები სავარაუდოდ მოგვიანებით იმსჯელებენ, თუმცა, მისი დასრულება ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოსალოდნელი არ არის.