ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლა, ესპანეთს სანქციები დაუწესოს. როგორც ამერიკული ბიზნეს-პორტალი Bloomberg სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ტრამპის ადმინისტრაციაში ევროპული სახელმწიფოს წინააღმდეგ ფინანსური შეზღუდვების დაწესებას აქტიურად განიხილავენ.
როგორც გავლენიანი გამოცემა წერს, აღნიშნულის მიზეზი ესპანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერაა ნიკოლას მადუროს რეჟიმისადმი ვენესუელაში. Bloomberg-ის ცნობით, აშშ ხაზინის დეპარტამენტის სანქციები ძირითადად, ესპანეთის ცენტრალურ ბანკის რამდენიმე განყოფილებას შეეხება, რომლებიც კარაკასში ფინანსურ გადარიცხვებს აწარმოებენ.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ მადრიდს შეერთებული შტატების მხრიდან დაგეგმილ ქმედებებზე ინფორმაცია არ გააჩნია. როგორც ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა განაცხადა, მსგავსი შეზღუდვების შემოღება გაუმართლებელი იქნება. რაც შეეხება ესპანეთის ცენტრალურ ბანკს, ფინანსურ ინსტიტუტში კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელის ამჟამინდელი მმართველის ნიკოლას მადუროს რეჟიმის წინააღმდეგაა. ვაშინგტონში სოციალისტური მადუროს პრეზიდენტობას უკანონობას უწოდებენ. თეთრმა სახლმა აგვისტოში ლათინური ამერიკის სახელმწიფოს სანქციების ახალი ტალღა დაუწესა.
სრული ეკონომიკური ემბარგოს ფარგლებში, აშშ-მა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ვენესუელას მთავრობის წარმომადგენლებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების აქტივები დაბლოკა. ამას გარდა, ამერიკელებს კარაკასთან ყველა სახის ეკონომიკური ურთიერთობა აეკრძალათ.
ვენესუელა ამ დროისთვის მწვავე ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კრიზისში იმყოფება. ჰიპერინფლაციის შედეგად, ქვეყნის ეროვნული ვალუტა ფაქტობრივად სრულიად გაუფასურებულია. ქვეყნის მოქალაქეთა უმეტესობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, ლათინური ამერიკის სახელმწიფოში წამლების, ჰიგიენური მოხარების ნივთებისა და საკვები პროდუქტების დეფიციტია. ქვეყანას ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ტოვებს, მათი უმეტესობა თავს მეზობელ კოლუმბიას, ჩილესა და ეკვადორს აფარებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას