მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა ე.წ შავ სიაში შვიდი ჩინური კომპანია შეიყვანა

607066813287b
ნათია თაქთაქიშვილი
09.04.21 21:24
832
აშშ-მა ე.წ შავ სიაში შვიდი ჩინური კომპიუტერული კომპანია შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, აშშ-ის ახალი აკრძალვა ჩინურ კომპანიებს ამერიკულ ტექნოლოგიებთან წვდომას შეუზღუდავს.

ე.წ. შავ სიაში მოხვდა სამი კომპანია და ჩინეთის ეროვნული სუპერკომპიუტერების ცენტრის ოთხი ფილიალი.

ვაშინგტონის განკარგულებით, ამერიკულ კომპანიებს ამ ჯგუფებისთვის ტექნოლოგიების გადაცემა, სათანადო ნებართვის გარეშე, ეკრძალებათ.

აშშ-ის კომერციის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჩინური კომპანიები ჩართული იყვნენ „სუპერ კომპიუტერების“ შექმნის პროცესში, რომელიც ჩინელი სამხედროებისთვის არის განკუთვნილი და რომლებიც ხელს უწყობენ მასობრივი განადგურების იარაღის განვითარებისკენ მიმართულ პროგრამებს.