მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა გაერო-ს ასამბლეაში მონაწილე რუს დელეგატებს ვიზა არ ჩაურტყა

5d8a5a95f23ab
მიხეილ ხაჩიძე
25.09.19 18:00
856

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილე რუს დელეგატებს ვიზა არ ჩაურტყა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ რუსული მედია ქვეყნის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელზე კონსტანტინ კოსაჩოვზე დაყრდნობით იუწყება.


როგორც კოსაჩოვმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა, საელჩომ მას და კიდევ 9 მაღალჩინოსანს ვიზაზე უარი განუცხადა, შედეგად, მათ ნიუ-იორკში გამგზავრება ვერ შეძლეს.



"ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება, რომელსაც არ აქვს არანაირი ახსნა”, - დასძინა კოსაჩოვმა. მისივე განმარტებით, რუსებს აშშ-ის საელჩოში ყველა საჭირო დოკუმენტი ჰქონდათ წარდგენილი.




როგორც რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ამბობს, ვიზა საგარეო საქმეთა სამინისტროს რვა თანამშრომელსა და ორ დეპუტატს არ მისცეს, მათ შორის დუმის  საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკის.




გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესია 17 სექტემბერს გაიხსნა. 24-დან 30 სექტემბრამდე ზოგადი დებატები ტარდება, სხდომაზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტიც გამოვა.