„საქართველომ თავისი ქულებით ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, გააუმჯობესა შეფასების ზღვართან მიახლოებული ქულა და ახლა ეს არის 83,7 ქულა,“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ Doing Business-ზე საუბრისას განაცხადა.
როგორც თურნავა აღნიშნავს, საქართველო 2020 წლის განმავლობაში რეგიონალურ ლიდერად რჩება ევროპის და ცენტრალური აზიის 23 ქვეყანას შორის.
„საქართველო ამ რეიტინგის მიხედვით კვლავ პირველ ადგილზეა. ეს რეიტინგი 10 სხვადასხვა ინდიკატორისგან შედგება, სადაც 8 ინდიკატორი საქართველოს სერიოზული გაუმჯობესება აქვს. ამ რეიტინგის მიხედვით, საქართველომ კვლავ პროგრესს მიაღწია და ქულა გააუმჯობესა.
რაც შეეხება რეიტინგში ადგილს, საქართველო მე-7 ადგილზე გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ქულა გაუმჯობესებულია აშშ-მა ერთი ადგილით გაგვასწრო. ასე, რომ დღეს კონკურენციაში ვინ არის უფრო გახსნილი და თავისუფალი აშშ თუ საქართველო? აშშ ერთი ადგილით გვისწრებს, მაგრამ ჩვენი ქულა გაუმჯობესებულია და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რეიტინგი დღეს გამოქვეყნდა. ჩამოქვეითების მიუხედავად საქართველო 190 ქვეყანას შორის კვლავ პირველ ათეულში რჩება. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში წელს ქვეყნის ქულა - 83.7-ია, რაც გასული წლის მონაცემს აღემატება(83.28). წელს საქართველოს რეიტინგში ჩამოქვეითების მიზეზი სხვა ქვეყნის, კერძოდ აშშ-ის მიერ ქულების გაუმჯობესება გახდა, რამაც ქვეყანა რეიტინგში დააწინაურა. Doing Busineness-ის რეიტინგში წელსაც ახალი ზელანდია ლიდერობს, 86.8 ქულით, ბოლო ადგილზე კი სომალია. საქართველო 2020 წლის წამყვან რეფორმატორ ქვეყნებს შორის ვერ მოხვდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება