მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა Huawei-ს ახალი ბრალდებები წაუყენა

5e464a5c1c503
ნათია თაქთაქიშვილი
14.02.20 14:29
811
აშშ-მა Huawei-ს ახალი ბრალდებები წაუყენა. იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ტექნოლოგიური გიგანტი მათთვის „ტექნოლოგიების მოპარვას“ გეგმავს და აშშ-ს კომპანიებთან კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს არღვევს. ამის შესახებ BBC-ი წერს.

იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ბრალდება მოიცავს აშშ-სგან ინტელექტუალური საკუთრების უკანონო მითვისებას; სანქციების გვერდის ავლით ჩრდილოეთ-კორეასთან და ირანთან ერთად ბიზნესის წარმოებას.

პროკურორებმა Huawei იმაშიც დაადანაშაულეს, რომ თითქოს კომპანია თავის თანმშრომელბს სოლიდური ბონუსის სანაცვლოდ საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას სთხოვდა კონკურენტი კომპანიებისგან.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ახალი ბრალდებები მიუთითებს იმაზე, რომ აშშ Huawei-ისთან ბრძოლას აგრძელებს და არც უკან დახევას აპირებს, რაც დაძაბულობს ზრდის ამერიკასა და ჩინეთს შორის.