03.აგვისტო .2022 11:20

აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
views 1129
უკან

აშშ-ის თეთრმა სახლმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსული ელიტის წარმომადგენლების შეზღუდვას ითვალისწინებს.

სანქციები დაუწესდა ალინა კაბაევას, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ოთხი შვილის დედაა. საგულისხმოა, რომ კაბაევას სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომაც.

სანქციების ახალი პაკეტი შეეხეო მილიარდერ ანდრეი გურიევსაც, რომელიც სასუქის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის PhosAgro-ს მფლობელი და ხელმძღვანელია. სანქცირებულთა სიაშია მისი ვაჟი, ანდრეი ანდრეევიჩ გურიევიც.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა