მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა საგანგებო ზომები მიიღო - მიზეზი უდიდეს მილსადენზე განხორციელებული კიბერშეტევაა

6098dfd1c3f04
შოთა ტყეშელაშვილი
10.05.21 11:27
5180
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საგანგებო ზომების მიღების შესახებ გააკეთა განცხადება. მიზეზი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მილსადენზე Colonial Pipeline-ზე განხორციელებული მასშტაბური კიბერშეტევაა, რის გამოც ნავთობსადენი გაჩერდა. 

მილსადენის მეშვეობით ტეხასში მოპოვებული ნავთობი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს შტატებს მიეწოდება; ის დღეში 2.5 მილიონ ბარელ ნავთობს ატარებს და ამ შტატებში მოხმარებული ნავთობის 45%-ის წყაროს წარმოადგენს. 

კიბერშეტევა რამდენიმე დღის წინ დაიწყო და მის შედეგად, პარასკევს მილსადენი სრულად გაჩერდა. ნავთობსადენის ოპერატორი კომპანია ამ დრომდე ცდილობს საკუთარი ციფრული სისტემების აღდგენას. 

საგანგებო ზომების პირობების თანახმად, საწვავის სახმელეთო საგზაო გადაზიდვები იქნება შესაძლებელი.

BBC-ის თანახმად, კიბერშეტება ორგანიზაცია DarkSide-მა განახორციელა, რომელმაც Colonial Pipeline-ის სისტემებში ხუთშაბათს შეაღწია და 100 გიგაბაიტის მოცულობის ინფორმაცია აიყვანა "მძევლად"; ამის შემდეგ ჰაკერებმა კომპანიას საკუთარ სერვერებზე წვდომა შეუზღუდეს და გამოსასყიდი მოითხოვეს. 

ექსპერტების შეფასებით, მომხდარის გამო ორშაბათს საწვავის ფასები საერთაშორისო ბირჟაზე, სავარაუდოდ, 2%-3%-ით მოიმატებს, მაგრამ თუ არსებული მდგომარეობა კიდევ გაგრძელდება და მილსადენი დახურული კიდევ მეტხანს დარჩება, ეს გავლენა გაცილებით მძიმე იქნება.