მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა სამ ირანულ სატვირთო ხომალდს, რომლებიც რუსეთში დაფრინავდა, სანქციები დაუწესა

632977b89eef2
მარიამ ვარადაშვილი
20.09.22 12:28
469
აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტი სამ ირანულ სატვირთო თვითმფრინავს ექსპორტზე დაწესებული კონტროლის დარღვევაში ადანაშაულებს და სანქცირებულთა სიაში შეიყვანს. ამ ხომალდებით რუსეთში სატვირთო გადაზიდვები ხორციელდებოდა, რითაც, ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, აშშ-ის ექსპორტის კონტროლის რეგულაციები ირღვევა.

სავაჭრო დეპარტამენტის ინფორმაციით, Boeing 747-ებს, რომლებსაც მართავდნენ Mahan Air, Qeshm Fars Air და Iran Air-ს სხვა საქონელთან ერთად რუსეთში ელექტრონული მოწყობილობებიც გადაჰქონდათ. ამით ხომალდებმა დაარღვიეს აშშ-ის მიერ დაწესებული მკაცრი საექსპორტო წესები, რაც რუსეთის მიმართ უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ ამოქმედდა.

აშშ აფრთხილებს სხვა კომპანიებს, რომ სანქცირებული ხომალდებისთვის საწვავის მიწოდებით, ტექნიკური მომსახურების გაწევით, შეკეთებით ან სათადარიგო ნაწილების მიწოდებით აშშ-ის ექსპორტის კონტროლის წესები დაირღვევა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სხვა სექტორებთან ერთად დასანქცირდა ქვეყნის ავიაციის სექტორი. Boing-მა და Airbus-მა რუსული ავიაკომპანიებისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდებაზეც უარი თქვეს. ირანმა ღიად განაცხადა, რომ მას რუსეთთან ავიაციის სექტორში თანამშრომლობის გაფართოება სურს, რაც თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებას გულისხმობს. ამას გარდა, დეპარტამენტის ინფორმაციით, 180-ზე მეტი ხომალდია, რომელიც აშშ-ის წესებს არღვევს.

“როდესაც რუსეთი ცდილობს თანამშრომლობას ისეთ გარიყულ ქვეყანასთან როგორიც ირანია, რათა მიიღოს ის, რაზეც წვდომა საერთაშორისო საზოგადოებამ შეუწყვიტა, ზომებს მივიღებთ ასეთი კავშირის ხელშეშლისთვის”, - განაცხადა სავაჭრო მდივნის თანაშემწემ ექსპორტის მიმართულებით მეთიუ აქსელროდმა.