მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა საქართველოს დასახმარებლად დამატებით $600 000 გამოყო

5e99c7bc4b323
თელარა გელანტია
17.04.20 19:11
1997
ამერიკის მთავრობამ საქართველოს დასახმარებლად დამატებითი $600 000 გამოყო.

როგორც აშშ-ის საელჩოს facebook-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს თანხები კორონავირუსის დამარცხების მიზნით გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება.

მთლიანობაში ამერიკის მთავრობამ USAID-ის საშუალებით კორონა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად 1.7 მილიონი დოლარის დახმარება გამოყო. 

გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის USAID-ის მიერ გამოყოფილი 1.7 მილიონი დოლარის ფარგლებში შესაძლებელი იქნება: ინფექციის პრევენცია და კონტროლი, დაავადებების შემთხვევების გამოვლენა და ჯანმრთელობისთვის საშიში ფაქტების ზედამხედველობა, ტექნიკური დახმარება სწრაფი რეაგირებისა და მობილიზაციისთვის, რისკ ფაქტორების შესახებ გაძლიერებული კომუნიკაცია და სხვა.

„ამერიკის მთავრობა წლების განმავლობაში უჭერს მხარს საქართველოს. ბოლო 20 წლის განმავლობაში აშშ-ს მთავრობამ ეკონომიკური, საჯარო სამსახურების, საქართველოს ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების მიზნით USAID-ის, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) საშუალებით საქართველოს დაახლოებით 140 მილიონი დოლარის დახმარება გამოუყო.

ვამაყობთ, რომ საქართველოს მთავრობასთან, ჯანდაცვის სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ხელს ვუწყობთ საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.