მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა საქართველოს ვაქცინების შესანახი სამი მაცივარი აჩუქა

6082cffa19721
BM.GE
23.04.21 17:49
599
საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატების ჰუმანიტარული დახმარების სახით ვაქცინების შესანახი სამი მაცივარი მიიღო. მაცივრები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადაეცა. 

"COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად აშშ-ის მთავრობამ განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე სამი მაცივარი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადასცა. აღნიშნული საქართველოს მზადყოფნასა და ადმინისტრაციულ ძალისხმევაში დაეხმარება და წარმოადგენს აშშ-ის ევროპული სარდლობის $1 მილიონ დოლარზე მეტის დახმარების ნაწილს, რაც საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადაეცემა,"- ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. 

NCDC-ის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამ მაცივრების დახმარებით ქვეყანას Pfizer-ის ვაქცინების "მილიონობით დოზის" მიღება შეეძლება.

"ეს არის საჩუქარი. ამერიკის საელჩომ, ევროპაში ამერიკის სარდლობის დახმარებით, ჩვენთვის ახალი, -80-გრადუსიანი მაცივრები შეიძინა, რომლებიც განკუთვნილია ულტრადაბალ ტემეპერატურზე შესანახი ვაქცინებისათვის. ეს სამი მაცივარი გადმოგვცეს საჩუქრად ჩვენს ცენტრს. იქვე არის მეოთხე მაცივარი სხვათა შორის, რომელშიც უკვე ინახება „ფაიზერის“ ვაქცინები და კიდევ ეს სამი მაცივარი დაემატა. ამჟამად, ჩვენ მთლიანად უზრუნველყოფილი ვართ, რომ მილიონობით დოზა მივიღოთ. ახლა მთავარია, მსოფლიო ბაზარზე გაჩნდეს იმის შესაძლებლობა, რომ შევიძინოთ „ფაიზერის“ვაქცინები,"- საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა პაატა იმნაძემ.