მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა წეროვანში, დაჭრილი სამხედროებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი $4.2-მლნ-ით დააფინანსა

5e2ef1766df5e
თელარა გელანტია
27.01.20 18:40
1130
აშშ-მა წეროვანში, დაჭრილი სამხედროებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი $4.2-მლნ-იანი გრანტით დააფინანსა.

„ამერიკის მთავრობა ამაყად დგას საქართველოს გამორჩეულად მამაცი სამხედროების გვერდით. ისინი შინ და გარეთ მშვიდობასა და უსაფრთხოებას უწყობენ ხელს.

დღეს დაჭრილი ჯარისკაცების პროგრამამ, რომელიც უმნიშვნელოვანესია დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვისთვის, ახალ ეტაპს მიაღწია.

ამერიკის მთავრობის $4.2-მილიონიანი გრანტით 2,000 კვადრატულ მეტრზე გაშენდა სარეაბილიტაციო ცენტრი.

აქ თავმოყრილია ყველა აუცილებელი სივრცე, აღჭურვილობა და მომსახურება, რომელიც მებრძოლებს გამოჯანმრთელებისთვის ესაჭიროებათ. ძალა ერთობაშია”, - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

წეროვანში, დაჭრილი სამხედროებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის ცერემონიას დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც ესწრებოდა.