მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ მოქალაქეებს ურჩევს, ქვეყნების 80%-ში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

607ebaec79fc5
თათია კაკიაშვილი
20.04.21 17:35
616
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, პანდემიის პერიოდში ქვეყნების 80%-ში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. ცენტრის განცხადებით, COVID-19-ით დაინფიცირების მაჩვენებელი მოგზაურებში განსაკუთრებით მაღალია. ამის შესახებ BBC წერს.

„თავი შეიკავეთ მოგზაურობისგან, სანამ მოსახლეობა სრულად არ აიცრება, რადგან საერთაშორისო მოგზაურობა ვაქცინირებულებისთვისაც კი დამატებით რისკებს ქმნის“, - წერია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც მოგზაურობაზე, ჯერჯერობით, რეკომენდაცია არ გაიცემა, 34-ია. იმ ფონზე, როცა პანდემიამ მსოფლიო მასშტაბით 3 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და აქედან ნახევარზე მეტი აშშ-ის მოქალაქეა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს,COVID-19-ის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენება შეძლებლისდაგვარად გაზარდონ.

რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც ამ დროისთვის  ვირუსი ყველაზე ნაკლებადაა გავრცელებული, ასეთი ძალიან ცოტაა - რისკის ყველაზე დაბალი დონე მაკაუში, ტაივანსა და ახალ ზელანდიაში ვლინდება.