მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიის მხარდასაჭერად $9.5 მილიარდს გამოყოფს

64256b1840514
გიორგი თოლორდავა
30.03.23 16:36
449
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად მომდევნო სამი წლის განმავლობაში 9.5 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, აღნიშნული თანხა თავისუფალი მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქველმოქმედო ფონდებისა და დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობაზე დაიხარჯება.

გარდა კერძო და სამოქალაქო სექტორის დახმარებისა, თეთრი სახლი აქტიურად განაგრძობს აშშ-ის მოკავშირე სახელმწიფოებში პროდასავლური ღირებულებების მხარდაჭერას.

აგრეთვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ აშშ გლობალური მონიტორინგის გამკაცრებას და იმ კომპანიებს სანქცირებას გეგმავს, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან დამნაშავეები.