მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ ორ ევროპულ კომპანიას ვენესუელიდან ნავთობის გატანის უფლებას აძლევს

629e004a92d65
გიორგი თოლორდავა
06.06.22 18:10
1164
აშშ-ის მთავრობამ იტალიურ ნავთობკომპანია ENI SpA-სა და ესპანურ Repsol-ს ვენესუელიდან ნავთობის გატანის და ევროკავშირის მომარაგების უფლება მისცა, ინფორმაციას ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კონტრაქტით განსაზღვრული ნავთობის მოცულობა მცირეა და ის საერთაშორისო ფასზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ქმედება წინააღმდეგობაშია ვენესუელის წინააღმდეგ აქამდე არსებულ სანქციების რეჟიმთან ის, შესაძლოა, ეკონომიკური ურთიერთობის ახალი დასაწყისი აღმოჩნდეს.

საგულისხმოა, რომ ზემოხსენებული ტრანზაქციით ვენესუელის სახელმწიფო ენერგოკომპანია - PDSVA პირდაპირ ფინანსურ სარგებელს ვერ მიიღებს, რადგან ექსპორტირებული ნავთობის ღირებულება ვენესუელის მთავრობის მიერ გადახუდელი ვალდებულებების ჩამოსაქვითად იქნება გამოყენებული.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის მთავრობა ვენესუელის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემსუბუქრებას გეგმავდა, ჯერ კიდევ გასულ თვეს გავრცელდა.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის განმარტებით, აშშ არ გეგმავს სანქციების სრულად გაუქმებას და ვენესუელასთან სტრატეგიული ურთიერთობის გაღრმავებას, ვინაიდან, ნავთობის ექსპორტზე დაწესებული სანქციების შემსუბუქრების განმაპირობებელი ძირითად მიზეზი ევროპის მასშტაბით არსებული ენერგეტიკული კრიზისია.