მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ რუსეთს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს უწესებს

621ce5cf7c850
შოთა ტყეშელაშვილი
28.02.22 19:11
4968
CNBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთს დამატებით ეკონომიკურ სანქციებს უწესებს.

ახალი გადაწყვეტილებით, ამერიკულ ორგანიზაციებს აეკრძალათ რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება, ასევე გაიყინება რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები, რომლებიც აშშ-ში მდებარეობს.

ეკონომიკური სანქციები დაედო რუსეთის სახელმწიფო სუვერენულ ფონდსაც, რომლის აქტივებიც 180 მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა უცნობია რამდენად შეუშლის ეს ხელს ფონდის ფუნქციონირებას. ეკონომიკური სანქცია გავრცელდება ასევე რუსეთის ფინანსთა სამინისტროზეც.

სანქცირებულ ოლიგართა სიას დაემატა ოლიგარქი კირილ დმიტრიევი.

ამერიკელებს შეეზღუდებათ რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება და ამასთანავე, გაიყინება აშშ-ში რუსული ცენტრალური ბანკის აქტივები. სანქციები ასევე შეეხება რუსეთის ეროვნულ სარეზერვო ფონდსა და რუსეთის ფინანსთა სამინისტროს.

CNBC-ის ინფორმაციით, ეს სანქციები დღეიდანვე ამოქმედდება.

26 თებერვალს, აშშ, ევროპელი მოკავშირეები და კანადა შეთანხმდნენ, რომ ამოიღონ ძირითადი რუსული ბანკები ბანკთაშორისი შეტყობინებების სისტემა SWIFT-დან.