მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ რუსეთს კიბერშეტევების გამო სანქციებს უწესებს

6077dd5c86ce7
თათია კაკიაშვილი
15.04.21 10:37
982
აშშ-ს მთავრობა რუსეთს კიბერშეტევების გამო სანქციებს უწესებს. ამის შესახებ BBC იუწყება. გამოცემა წერს, რომ „ეს ნაბიჯი შურისძიება იქნება იმ კიბერშეტევის გამო, რომელიც აშშ-ის ხელისუფლების მიერ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობად შეფასდა“.

სანქციები აშშ-ში მოქმედ 30-ზე მეტ რუსულ კომპანიას შეეხება. ამასთან, აშშ-დან ათი რუსი მოქალაქის გაძევებაც იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, ეს პირები ძირითადად დიპლომატები იქნებიან.

„აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ასევე გამოსცემს ბრძანებას, რომლის მიხედვით აშშ-ის ფინანსურ ინსტიტუტებს რუსული რუბლით დენომინირებული ობლიგაციების შეძენა ივნისიდან აეკრძალება“, - წერს BBC.

ამასთან, აშშ რუსეთს უკრაინაში აგრესიული ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.