მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ რუსულ გემებს პორტებს ჩაუკეტავს

62616cadaada3
მარიამ ვარადაშვილი
21.04.22 18:44
904
აშშ რუსულ და რუსეთთან აფილირებულ გემებს პორტებში შესვლას აუკრძალავს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 800 მლნ დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის წარდგენისას განაცხადა.

“რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ან რუსი მფლობელების გემებს არ ექნებათ აშშ-ს პორტებსა და სანაპიროზე წვდომა”,-განაცხადა პრეზიდენტმა. თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ბაიდენმა ასევ თქვა, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელსაც აშშ მის მოკავშირეებთან ერთად დგამს, რათა რუსეთმა გლობალური ეკონომიკისგან სარგებელი დაკარგოს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსულ გემებს პორტები ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ ჩაუკეტა, მათ შორის ბელგიამ, ესტონეთმა და ბულგარეთმა.