მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ს აკრძალვის თავიდან ასაცილებლად TikTok-ი შესაძლოა ამერიკელ ინვესტორებს მიჰყიდონ

5f1aa6b3bd3c9
ნათია თაქთაქიშვილი
24.07.20 17:00
999
სოციალური პლატფორმა TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance-ი მზად არის მსოფლიოში პოპულარული აპლიკაცია ამერიკელ ინვესტორებს მიჰყიდოს, რათა აშშ-ს მთავრობის მიერ დაწესებული აკრძალვები თავიდან აირიდოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ორი ცნობილი ვენჩერული კომპანია Sequoia და General Atlantic-ი არიან დაინტერესებულები კომპანიაში დიდი წილის შეძენით, მაგრამ ByteDance-ი ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ კომპანიაში რეორგნიზაცია იგეგმება.

„ჩენ დარწმუნებულები ვართ TikTok-ის გრძელვადიან წარმატებაში და როგორც კი რაიმე სიახლე გვექნება აუცილებლად გავასაჯაროებთ“, აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა ჩინური სოციალური მედიის პროგრამების, მათ შორის პოპულარული აპლიკაციის - TikTok-ის აკრძალვის საკითხს განიხლავდა. პომპეოს განცხადებით, პეკინის მთავრობა TikTok-ს ხალხის სათვალთვალოდ და პროპაგანდის იარაღად იყენებს.