მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ს სავარაუდოდ, მალე მესამე ავტორიზებული კოვიდ-ვაქცინა ექნება

6037b0b69cb02
ნათია თაქთაქიშვილი
25.02.21 18:36
518
აშშ Johnson & Johnson -ის ვაქცინას ავტორიზაციას სავარაუდოდ მალე მისცემს. აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) 24 თებერვალს დაადასტურა, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინა უსაფრთხოა და COVID-19-ის საშუალო სიმძიმის, ან მძიმე ფორმებისგან 66%-მდე დაცვას უზრუნველყოფს, ყველაზე მძიმე ფორმისგან კი 85%-მდე დაცვას. ამის შესახებ ინფრომაციას CNN-ი ავრცელებს.

აღნიშნულ მაჩვენებლებს ახლა დამოუკიდებელი მრჩევლები განიხილავენ და ამ ეტაპის შემდეგ FDA საბოლოოდ გადაწყვეტს, მიანიჭოს თუ არა პრეპარატს გამოყენებაზე სასწრაფო წესით ნებართვა. დამტკიცების შემთხვევაში, ეს უკვე მესამე ვაქცინა იქნება, რომელსაც აშშ-ში გამოიყენებენ.

Johnson & Johnson-ის უპირატესობა ისაა, რომ მას მხოლოდ ერთი დოზა ჭირდება და მისი შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშია შესაძლებელი.