მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აშშ-ს შეუძლია 2020-შიც გააგრძელოს Huawei-ზე ზეწოლა"

5e273dbbf005f
ანა ლაპიაშვილი
21.01.20 23:23
1005
აშშ-ს შეუძლია 2020-შიც გააგრძელოს Huawei-ზე ზეწოლა, კომპანია ამისთვის მზად არის, ეს განცხადება გააკეთა Huawei-ს პრეზიდენტმა ჟენ ჩჟენფეიმ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე.

"ამ წელს აშშ-ს შეუძლია კიდევ უფრო გააძლიეროს Huawei-ზე ზეწოლა. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ამას მნიშვნელოვანი გავლენა ჩვენს ბიზნესზე არ ექნება" - აღნიშნა ჩჟენფეიმ.

მანვე განაცხადა, რომ კომპანიის გასულ წელს მიღებული გამოცდილება და მისი გუნდის წევრების პროფესიონალიზმი Huawei-ს მდგრადობის გარანტიაა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაშინგტონიდან მომავალში თავდასხმები განხორციელდება.

შეგახსენებთ, გასული წლის აგვისტოს შუა რიცვებში აშშ-მა Huawei-ს 46 ფილიალი "შავ სიაში" შეიყვანა. მანამდე კი ვაშინგტონმა სახელმწიფო უწყებებს ჩინური ელექტრომოწყობილობების მწარმოებლების ZTE-ს და Huawei-ს პროდუქციის შესყიდვა აუკრძალა. ნოემბერში კი აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 90 დღით გახანგრძლივდა ამერიკული კომპანიების Huawei-სთან შეზღუდვა.