მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო პირბადეების შეძენაზე $126 მილიონს დახარჯავს

5eb3eabb50d9b
ნათია თაქთაქიშვილი
07.05.20 22:20
856
მედია გამოცემა Fox Business-ის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ N95 ტიპის პირბადეების წარმოებასთან დაკავშირებით კონტრაქტი გააფორმა ინდუსტრულ კონგლომერატ 3M Co-თან, რომლის ღირებულებაც 126 მილიონი აშშ დოლარია.

კონტრაქტის მიხედვით, 3M Co-მმა თვეში 26 მილიონი პირბადე უნდა აწარმოოს. კონტრაქტი ძალაში 2020 წლის ოქტომბრიდან შედის.

გამოცემის მიხედვით, 3M Co-მმა N95 ტიპის პირბადის წარმოება 312 მილიონამდე უნდა გაზარდოს მომდევნო 12 თვის განმავლობაში.