მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს

5d4d35a4ac1d4
მიხეილ ხაჩიძე
09.08.19 13:33
15738

დონალდ ტრამპის ევროპული ტურის დაწყებამდე, ცოტა ხნით ადრე ამერიკის შეერთებული შტატები გერმანიის მისამართით ტონს ამკაცრებს. ვაშინგტონი გერმანიაში ბაზირებული ამერიკელი სამხედროების გაყვანით იმუქრება. გერმანული მედიის ინფორმაციით, განცხადება ამასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩმა გერმანიაში გააკეთა.

რიჩარდ გრენელის თქმით, შეურაცხმყოფელია, როდესაც შტატების გადამხდელები გერმანიაში მყოფ 50.000 ამერიკელ სამხედროს ხელფასს უხდიან, ხოლო გერმანია, სავაჭრო მოგებებს მხოლოდ შიდა ინტერესებისა და მიზნებისთვის იყენებს.

"ნამდვილად შეურაცხმყოფელია ის ფაქტი, რომ ამერიკელი გადამხდელები გერმანიაში მყოფ, 50.000 -ზე მეტ ამერიკელ სამხედროს ფულს უხდიდნენ, ხოლო გერმანია სავაჭრო მოგებას შიდა მიზნებისთვის იყენებდეს’’- დასძინა დიპლომატმა.

დიპლომატმა მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპის ერთ-ერთი ეკონომიკურად წამყვანი ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოებაში ფულს არ დებს და იქვე დასძინა, რომ დრო მოვიდა, როცა შტატების პრეზიდენტმა და ამერიკელებმა ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ.


მანამდე კი, განცხადება აშშ-ის ელჩმა პოლონეთში, ჯორჯეტე მოსბახერმა გააკეთა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ მიესალმება, თუ გერმანიაში განწესებული ამერიკელი სამხედროები პოლონეთში გადავლენ.

"პოლონეთი ნატოს პირობებით დადგენილ გადახდის ყველა პუნქტს ასრულებს, გერმანიისგან განსხვავებით, აქედან გამომდინარე მივესამლებით, თუ ამერიკული ჯარი გერმანიიდან პოლონეთში გადმოვა’’- აღნიშნა დიპლომატმა.


ცნობისათვის, ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი ამერიკელი სამხედრო გერმანიაშია ბაზირებული. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ბაზაზე, ნატოს მისიის გადამზადების პროგრამებს ახროციელებენ. ამას გარდა, აქტიურად არიან ჩართულები უსაფრთხოების პოლიტიკაშიც.


გერმანია კი ის ქვეყანაა, რომელიც ნატოს თავდაცვის ხარჯებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტის ნაცვლად, 1,36 %-ს იხდის, რის გამოც დონალდ ტრამპის კრიტიკა არაერთხელ დაიმსახურა.