მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ საქართველოს ავღანეთის მოქალაქეთა ევაკუაციის პროცესში დახმარებისთვის მადლობას უხდის

61320215bccbf
BM.GE
03.09.21 15:03
520
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ავღანეთის მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში დახმარებისთვის მადლობას უხდის. შესაბამის განცხადებას ქვეყანაში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. 

"აშშ კიდევ ერთხელ უხდის მადლობას საქართველოს მთავრობას ამერიკელი, ავღანელი და მესამე ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციის გზაზე მათი დანიშნულების ადგილას ჩასვლაში გაწეული დახმარებისათვის. ეს ძალისხმევა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს პარტნიორობის კიდევ ერთი მაგალითია და ხაზს უსვამს საქრთველოს ხელმძღვანელობის კრიზისების და ჰუმანიტარული პრობლემების მართვის უნარს,"- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.