მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროექტების განხორციელებაში დაეხმარება

5fd30fd765850
BM.GE
11.12.20 10:19
899
აშშ საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროექტების განხორციელებაში დაეხმარება,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა და აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის მდივნის მოადგილის თანაშემწემ, დავიდ დე ფალკომ ონლაინ შეხვდა გამართეს.
შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სტრატეგია, ამერიკული ტექნოლოგიების დანერგვა სოფლის მეურნეობის სექტორში და კომერციის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული SABIT-ის პროგრამა (კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის) განიხილეს.

„შეხვედრაზე განვიხილეთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები. აშშ-ის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, რომ საქართველოს დაეხმარება პანდემიის პერიოდში სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევების დაძლევაში და ფერმერების მხარდამჭერი პროექტების განხორციელებაში. შესაბამისად, განვსაზღვრავთ იმ მიმართულებებს, სადაც ფინანსურ მხარდაჭერას მივიღებთ სტრატეგიული პარტნიორისგან“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.