მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში 1 ივნისისთვის COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობა დღეში 3 000 იქნება – CDC

5eb061f6b936e
თამთა ჯიჯავაძე
04.05.20 22:39
1466
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ 1 ივნისისთვის კორონავირუსით დაღუპულთა დღიური რაოდენობა ქვეყანაში 1750–დან 3000–მდე გაიზრდება, ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს. კერძოდ, დოკუმენტის ავტორები სახელმწიფო უწყებებს აფრთხილებენ, რომ მაისის ბოლოს დღეში დაინფიცირების 200 000 ახალ შემთხვევას ელოდებიან. ახლა კი დღიური მაჩვენებელი 25 000–ია.

თეთრ სახლში არ ეთანხმებიან აღნიშნულ პროგნოზებს:

„ეს არ არის თეთრი სახლის დოკუმენტი და ის არც წარუდგენიათ კორონავირუსთან ბრძოლის ჯგუფისთვის. ეს მონაცემები არ ასახავს არცერთ მოდელს, რაც კორონავირუსთან ბრძოლის სამსახურმა შემუშავა ან გაანალიზა“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

სპეციალისტთა ნაწილი აცხადებს, რომ ბიზნესების ნაწილობრივ გახსნა, დაინფიცირების შემთხვევების მატებას გამოიწვევს. მეცნიერების თქმით, ეს სამწუხარო ტენდენციაა, რაც ამერიკის ეკონომიკის აღდგენას კიდევ უფრო გაახანგრძლივებს.