მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში 1990-იანი წლების ერთ-ერთი პოპულარული თამაშის „ტამაგოჩის“ ახალი ვერსია გამოვა

5ee77674ed0d8
ნათია თაქთაქიშვილი
15.06.20 21:30
876
1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაში - ვირტუალური შინაური ცხოველი „ტამაგოჩი“ ამერიკულ ბაზარზე ბრუნდება. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, განახლებული თამაში სახელწოდებით Tamagotchi On Wonder Garden ქვეყანაში 26 ივლისიდან გაიყიდება. მისი ფასი 59.99 დოლარია.

მასში იქნება როგორც ძველი, ასევე ახალი ცხოველები და გაუმჯობესებული გრაფიკა. ამასთან, მომხმარებელი მოწყობილობის მობილურ აპლიკაციასთან დაკავშირებას შეძლებს.

ორიგინალური ვერსიისგან განსხვავებით, სადაც სათანადო მოვლის გარეშე ცხოველი კვდებოდა, ახალი „ტამაგოჩის“ გმირებს სახლიდან მოგზაურობა და დაქორწინება შეუძლიათ, მათ შვილებიც კი უჩნდებიან, რომლებიც ოჯახურ გენეალოგიურ ხაზს აგრძელებენ. გამარტივებულია თამაშის სირთულეც. ახლა მოთამაშეს ცხოველის სასტუმროში დატოვება შეუძლიათ.