მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში აზიელი მოსახლეობის მოთხოვნა უმუშევრობის კომპენსაციაზე 6,900%-ით გაიზარდა

5eac1f8d6ca06
BM.GE
01.05.20 21:40
694
ნიუ-იორკში უმუშევრობის კომპენსაციაზე მოთხოვნა  ბოლო 4 კვირის განმავლობაში 147,000 ამერიკის აზიელმა მოსახლემ შეავსო, მაშინ როდესაც უმუშევრობის შემწეობაზე განაცხადი 2,100 პირს ჰქონდა გაკეთებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, გასულ წელთან შედარებით 6,900 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება, რაც ძირითადად კორონავირუსის პანდემიის გამო ჩინური რესტორნების მასობრივი დახურვით არის გამოწვეული.

რაც შეეხება საერთო რაოდენობას, უმუშევრობის კომპენსაციაზე განაცხადი 3,8 მილიონმა მოქალაქემ შეავსო და უმუშევრობის ზრდამ პროგნოზირებულ მაჩვენებელს საგრძნობლად გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიამდე, დარჩენილი მოქალაქეების რეკორდული მაჩვენებელი 1982 წელს დაფიქსირდა, მაშინ 7 დღის განმავლობაში კომპენსაცია ერთდროულად 665 ათასმა მოქალაქემ მოითხოვა.