მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში Covid-19-ის ვაქცინის განაწილება „სწრაფად გაუმჯობესდება“ - ფაუჩი

6018f50aa5329
თათია კაკიაშვილი
02.02.21 12:05
657

აშშ-ის ალერგიის და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ექიმი ენტონი ფაუჩი პირობას დებს, რომ აშშ-ში Covid-19-ის ვაქცინის განაწილება "სწრაფად გაუმჯობესდება". ინფორმაციას CNN ავრცელებს. ფაუჩის თქმით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა COVID 19-თან დაკავშირებული ყველა პრობლემა პრიორიტეტად დაისახა და „ის ყველაფრის გამოსწორებას შეეცდება“.

„დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ვაქცინებს დოზირებულად ვიღებთ. შეგვიძლია, კიდევ გავზარდოთ საზოგადოებრივი ვაქცინების ცენტრები, უკეთ მოვაწესრიგოთ ისინი აფთიაქებში და, გარკვეულწილად, ცუდად მისადგომ ადგილებში მობილური პუნქტებიც შევქმნათ. ცხადია, ვაღიარებთ არსებულ პრობლემებს, მაგრამ, ამასთან, არც ძალღონეს ვიშურებთ მათ გამოსასწორებლად“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანა Covid-19 ვაქცინის 32 მილიონზე მეტ დოზას ფლობს და 7-დღიანი შუალედით დღეში, დაახლოებით, 1,3 მილიონს იყენებს, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ბოლო კვირების განმავლობაში პრეპარატების განაწილების ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა, პროცესმა კიდევ უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამები გავრცელდა.

ამასთან, პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით, ის ცდილობს, აშშ-ში ვაქცინაცია მთელი რიგი ღონისძიებების მეშვეობით გააძლიეროს, მათ შორის, შტატებში დოზების განაწილების პრინციპიც შეიცვალოს.