მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში COVID-ინფიცირების შემთხვევები 6 თვეში შესაძლოა, 0-ს მიუახლოვდეს – ეკონომისტები

5faecf1b0d290
თამთა ჯიჯავაძე
13.11.20 22:19
2492
კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელმა პოზიტიურმა სიახლეებმა აშშ-ის ეკონომიკური პროგნოზები გააუმჯობესა. UBS-ის ეკონომისტები ქვეყანაში მშპ-ს ზრდას ელოდებიან და ეს ბუნებრივია განპირობებული იქნება ინფიცირების შემთხვევების კლებით.

კერძოდ, ეკონომისტები ამ დრომდე ამბობდნენ, რომ 2021 წლის ბოლოსთვის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 0-ს მიუახლოვდებოდა. ახლა კი, Pfizer-ის და BioNTech-ის ვაქცინების ეფექტურობის შესახებ გავრცელებული ამბის შემდეგ, UBS-ის ეკონომისტებმა პროგნოზი 6 თვის ვადამდე დაიყვანეს.

„ჩვენ შესაძლოა მივიღოთ სიტუაცია, როდესაც აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 0-ს 2021 წლის მეორე კვარტალშივე მიუახლოვდეს. ექვსი თვით შემცირება ბევრს ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ დამატებით 1 ან 1.25%-ით მეტი იქნება მშპ მომდევნო წელს“, – განაცხადა ეკონომისტმა სეთ კარპენტერმა CNBC-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, აშშ-ში კორონავირუსის 11 მილიონამდე შემთხვევაა დადასტურებული. მხოლოდ ბოლო 24 საათში 44 853 შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ ვაქცინა შესაძლოა ნოემბრის ბოლოსაც გახდეს ხელმისაწვდომი. თუმცა, თავდაპირველად მასზე წვდომა მოწყვლად ჯგუფებს ექნებათ. გაზაფხულიდან კი მოსალოდნელია, რომ მის გამოყენებას მასობრივად დაიწყებენ.