მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ექსპორტი გაორმაგდა, გაზრდილია იმპორტიც - TOP-10 ექსპორტიორი და იმპორტიორი

6370c4f579e81
თელარა გელანტია
13.11.22 14:20
2139
მიმდინარე წლის ცხრა თვეში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი გაორმაგდა და $244 მლნ დოლარი შეადგინა. შედეგად, საქართველოს ექსპორტში აშშ-ის წვლილი 4%-დან 6%-მდე გაიზარდა. აღსანიშნია, რომ შარშან ანალოგიურ პერიოდში ჩვენმა ქვეყანამ ამერიკაში 120 მლნ დოლარის საქონელი გაყიდა.

აშშ-ში მთავარი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფი ფეროშენადნობებია. 244-მილიონიან ექსპორტში $222 მლნ სწორედ მასზე მოდის. მცირე რაოდენობით გადის ექსპორტზე ღვინო, მინერალური წყლები, საფრენი აპარატების ნაწილები და ასევე, დიოდები, ტრანზისტორები და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები.

უმსხვილესი TOP-10 ექსპორტიორი კომპანია აშშ-ში (იანვარი-სექტემბერი, 2022)

აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
სს აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი);
შპს აიონრაიზ;
შპს არესემ კორპ;
შპს არომაპროდუქტი;
შპს გლენბერის
შპს კავკასპაკ;
შპს რუსთავის ფოლადი;
შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია;
შპს ჯორჯიან მანგანეზი.

ცნობისთვის: კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის თანახმადვე, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში აშშ-დან იმპორტი, დაახლოებით, 37%-ითაა გაზრდილი და 651 მლნ დოლარი შეადგინა. TOP-საიმპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილებია - საანგარიშო პერიოდში იმპორტიორებულია 583 მლნ დოლარის ავტომობილები. ამერიკაში საქართველო ასევე ყიდულობს ხორცს, გაყინულ თევზს, თხილს და კაკალს, სამკურანლო საშუალებებს, იახტებს, მოტოციკლებს, ბინოკლებს და ა.შ. მაგრამ მათი წვლილი იმპორტში მცირეა.

უმსხვილესი TOP-10 იმპორტიორი კომპანია აშშ-ში (იანვარი-სექტემბერი, 2022)

შპს აპტოს;
შპს ბი თუ ბი;
შპს ვ8შიფინგ ჯორჯია;
შპს კავკასიის ავტოიმპორტი;
შპს პსპ ფარმა
შპს სტრადა მოტორსი
შპს ფოთის მარცვლეულის ტერმინალი
შპს ფუდ თრეიდი 2022;
შპს ქარექსპრესსი;
შპს ქარნეტ.

ცნობისთვის: ამ შემთხვევაშიც კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.