ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტმა უმუშევრობის განაცხადების შესახებ გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვით, 14-21 მარტის განმავლობაში უმუშევრობის განაცხადით მთავრობას რეკორდული რაოდენობის - 3.283-მა მილიონმა ადამიანმა მიმართა.
უმუშევრობის მკვეთრი ზრდა კორონავირუსის ეპიდემიის შესაჩერებლად, სახელმწიფოს მიერ გატარებულ ზომებს ეხება. სექტორები, რომლებიც პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ, საავიაციო, ტრანსპორტის, მომსახურების, ტურიზმის, რესტორნების და სხვა სფეროებია.
აშშ-ის შრომის დეპარტამენტს უმუშევრობის შემწეობის მისაღებად კვირის განმავლობაში საშუალოდ 200,000 ადამიანი მიმართავს. კორონავირუსის პანდემიის შედეგად ეს მაჩვენებელი 7-14 მარტის განმავლობაში 282,000-ს შეადგენდა, შემდეგი კვირის განმავლობაში კი პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა.
დღესვე, აშშ-ის სენატმა დაამტკიცა $2 ტრილიონის მოცულობის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც 150 მილიონი ოჯახისთვის სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირ ფულად დახმარებას, ბიზნესებისთვის კი სახელმწიფოს მხრიდან საკრედიტო რესურსის მიწოდებას გულისხმობს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა