მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვნად გაზრდის შესაძებლობა არსებობს - შამუგია

62d5312f7c261
მარიამ ვარადაშვილი
18.07.22 14:14
631

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აცხადებს, რომ აშშ-ს ბაზარზე ღვინის ექსპორტის კუთხით დიდი შესაძლებლობაა და ამ მიმართულებით სამინისტრო იმუშავებს. 

მისივე თქმით, სამინისტრო ქართული ღვნის პოპულარიზაციისთვის, დაახლოებით, 12 მლნ ლარს ხარჯავს და ეს ფული მიემართება წინასწარ განსაზღვრულ პრიორიტეტულ ბაზრებზე, მათ შორის არის აშშ-ც. როგორც ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ღვინის პოპულარიზაციის გამოყოფილი თანხა მომდევნო წლებში გაიზრდება. 

“იმპორტიორებთან და ასევე, ჩვენს საელჩოსთან შევთანხმდით იმაზე, რომ ერთობლივად ყველანი კოორდინირებულად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ისეთი ღონისძიებები გატარდეს, რათა ამ ბაზარზე ჩვენი ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება მოხდეს. ამ კომპანიასთან [„კოლანჯელო და პარტნერს”] ასევე შევთანხმდით, რომ რთველის პერიოდში ამერიკული მედიის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში ჩამოვლენ, ტურს მოვაწყობთ, რაც შემდეგში გაშუქდება აშშ-ის მედიებში. ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ჩვენი ღვინის პოპულარიზაციის საქმეში”, - აცხადებს შამუგია. 

მიმდინარე წელს საქართველოდან აშშ-ში 2 მლნ დოლარზე მეტის ღირებულების ღვინოა ექსპორტირებული.