მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ივნისში 850,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა

60df105f5765b
ნათია თაქთაქიშვილი
02.07.21 20:40
550
აშშ-ს შრომის დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-ში ივნისში 850,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ამერიკის ეკონომიკის სწრაფი აღდგენის შედეგია. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Dow Jones-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, ივნისის თვეში 706,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ვარაუდობდნენ, თუმცა მეორე კვარტალიდან დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა, რაც COVID-რეგულაციების შემსუბუქებას და პანდემიამდე არსებული ცხოვრების რიტმის დაბრუნებას უკავშირდება.

ეკონომიკის გახსნის ფონზე, აშშ-ს მშპ-ს ზრდამ თითქმის 10% შეადგინა მეორე კვარტალში, განსაკუთრებული წვლილი კი ჰორეკა-სექტორის გახსნამ შეიტანა, რადგან აღნიშნულ სექტორში დასაქმებულები საკუთარ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.

გამოცემა წერს, რომ ეკონომიკის გახსნის მიუხედავად, კაფე-რესტორნების მოგება პანდემიამდე მდგომარეობას მაინც $2.2 მილიონით ჩამორჩება, მიუხედავად ამისა, ივნისის თვეში კაფე-ბარების მოგებამ $194,000 შეადგინა, ხოლო რესტორნების მოგებამ - $340,000.