მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევები რეკორდულად იზრდება - Reuters

5f1160aac4b8d
ნათია თაქთაქიშვილი
17.07.20 13:05
873
აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევები რეკორდულ ზრდას განაგრძობს და ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 77,000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1,000 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას  Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა სამხრეთ კაროლინაში, ფლორიდასა და ტეხასში ფიქსირდება.

COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს აპრილში მიაღწია და დღეში საშუალოდ 2,000 ადამიანი იღუპებოდა, ფატალურმა შემთხვევებმა კლება მაისიდან დაიწყო და 1,300 შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე ცოტა - 800 ფაქტი ივნისში აღირიცხა. აღსანიშნავია, რომ ივლისში ლეტალურმა შემთხვევებმა ზრდა განაგრძეს და საშუალოდ 1,000 შემთხვევას შეადგენს.

აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტის ენტონი ფაუჩის განცხადებით, თუ ამერიკა ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად შესაბამის ზომებს არ მიიღებს, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების დღიური რიცხვი მალე 100,000 მიაღწევს. 

გამოცემის მიხედვით, ამერიკელთა აზრები სულ უფრო და უფრო იყოფა რიგ საკითხებთან დაკავშირებით; მაგალითად, როგორიცაა სკოლებისა და ბიზნესის გახსნა და საზოგადოებაში ნიღბების ტარება, ეს ყოველივე კი  ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას ხელს უშლის.