აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია (SEC) კრიპტო-ბირჟა Coinbase-ის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს.
Coinbase-ი აშშ-ის მასშტაბით უმსხვილესი ბირჟაა, რომელიც ამავდროულად იყო პირველი კრიპტო კომპანია, რომელიც ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დაილისტა. Nasdaq-ზე Coinbase-ის დებიუტი გასული წლის აპრილში შედგა და კომპანიის თითოეული აქციის ღირებულებამ 350 დოლარი შეადგინა.
საგულისხმოა, რომ კრიპტოვალუტების ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე, მნიშვნელოვნადაა შემცირებული Coinbase-ის საბაზრო კაპიტალიზაციაც, მისი აქციები ამჟამად 53 დოლარად ივაჭრება, რაც ერთწლიან ჭრილში თითქმის 85%-იანი ვარდნაა.
ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებლის წინასწარი შეფასებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ Coinbase-ის ტრეიდინგ პლატფორმაზე განთავსებული რამდენიმე კრიპტოვალუტა რეალურად ფასიანი ქაღალდია (security) და, შესაბამისად, მათი დალისტვისა და ვაჭრობის საკითხი ინდივიდუალურად უნდა ყოფილიყო შეთანხმებული SEC-ის კომისიასთან.
საქმე იმაშია, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს 1946 წლის გადაწყვეტილებით, ფასიან ქაღალდად განიხილება ის აქტივი თუ კონტრაქტი, რომელსაც ინვესტორები სამომავლო მოგების მიზნით ყიდულობენ, კომპანია კი ინვესტორებისგან მოზიდულ კაპიტალს ბიზნესის გასავითარებლად ან ახალი პროექტების შესაქმნელად იყენებს.
SEC-ის შეფასებით, Coinbase-ზე დალისტული შემდეგი კრიპტოვალუტები: ENS, GALA, POWR და ALCX მათი გამომშვები კომპანიების მიერ სწორედ ზემოხსენებული მიზნებით იქნა გამოყენებული, რაც მათ ფასიან ქაღალდებად აქცევს.
საგულისხმოა, რომ Binance-ისა და FTX-ისგან განსხვავებით, Coinbase-ზე გაცილებით ნაკლები რაოდენობით კრიპტოაქტივებია განთავსებული, რადგან კომპანია Nasdaq-ის ბირჟაზეა დალისტული და, შესაბამისად, შედარებით მკაცრ რეგულატორულ ჩარჩოში უწევს ოპერირება და კვარტალური ფინანსური ანგარიშგების წარმოება.
SEC-ის მიერ გამოძიების დაწყების სიახლე, ბუნებრივია, ინვესტორებმა და ტრეიდერებმა უაღრესად ნეგატიურად მიიღეს, ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში Coinbase-ის აქციებს ღირებულება მკვეთრად, თითქმის 20%-ით დაეცა.
საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი