ამერიკის შეერთებულ შტატებში გაკოტრების ზღვარზე მყოფი კრიპტობირჟა FTX-ისა და მისი დამფუძნებლის, სემ ბენკმენ-ფრიდის წინააღმდეგ მასშტაბური საგამოძიებო პროცესი დაიწყო.
Reuters-ის ინფორმაციით, გამოძიება ერთდროულად სამმა სახელმწიფო სტრუქტურამ დაიწყო, რაც კიდევ ერთხელ გაზს უსვამს FTX-ის გაკოტრების მნიშვნელობას. საქმეს იძიებენ: იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), საქონლის სავაჭრო კომისიისა (CFTC) და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის (SEC) წარმომადგენლები.
ოფიციალური წყაროების განცხადებით, აშშ საფუძვლიანად გამოიძიებს FTX-ის საქმეს და უმოკლეს ვადებში დაადგენს, ჰქონდა თუ არა ადგილი კომპანიის მხრიდან თაღლითობას, მომხმარებლის აქტივების განზრახ მითვისებას ან აშკარა ფინანსური რისკების უგულებელყოფას.
საგამოძიებო პროცესი მიმდინარეობს როგორც FTX.com-ის, ასევე ამერიკული FTX.us-ის, კომპანიის დამფუძნებლის სემ ბენკმენ-ფრიდისა და მისი კიდევ ერთი საინვესტიციო კომპანიის, Alameda Research-ის წინააღმდეგ.
მართალია, FTX.com-ი, რომელსაც ამჟამად გაკოტრება ემუქრება, უშუალოდ არ ოპერირებს აშშ-ის ბაზარზე, თუმცა მას მჭიდრო კავშირი აქვს FTX.us-თან, რომელიც აშშ-ის კანონმდებლობით რეგულირდება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტო ბირჟა Binance-ი გარიგებაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ რიგით მეორე უდიდესი ბირჟის, FTX-ის ყიდვას აღარ აპირებს.
Binance-ის წარმომადგენლობის განცხადებით, FTX-ის ფინანსური მდგომარეობა იმაზე გაცილებით უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე ამას თავდაპირველად ვარაუდობდნენ, ამიტომაც განხილვის საფუძველზე კომპანიამ გადაწყვიტა, უდიდესი კონკურენტის ყიდვაზე და მის გაკოტრებისგან გადარჩენაზე უარი თქვას.
"ანალიზის, განხილვისა და აშშ-ში დაწყებული გამოძიების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უარი განვაცხადოთ FTX.com-ის შეძენაზე.
თავდაპირველად ვფიქრობდით, FTX-ის დახმარებას შევძლებდით, თუმცა კომპანიაში არსებული რეალური პრობლემები სცდება ჩვენს შესაძლებლობებს, Binance-ი FTX-ს ვერ უშველის", - განაცხადა Binance-ის წარმომადგენელმა.
CoinDesk-ის წყაროების ინფორმაციით, FTX-ი, ფაქტობრივად, გაკოტრებულია და მას იმაზე გაცილებით მეტი ვალდებულებები აქვს, ვიდრე ამას კომპანიის წარმომადგენლობა ასაჯაროებდა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ერთი კვირის წინ გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ FTX-ის ანგარიშზე გარღვევა იყო, კომპანია კი ვერ შეძლებდა ვალდებულებების გადაფარვას და კლიენტების მომსახურებას, რამაც ბაზარზე პანიკა და FTX-ის კრიპტოტოკენის, FTT-ის მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია.
FTX-ის კოლაფსში უდიდესი წვლილი სწორედ Binance-ს და მის დამფუძნებელს, ჩანგპენგ ჟაოს მიუძღვის, რომელმაც FTX-ის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გაავრცელა და Binance-ის პორტფელში არსებული FTT-ის ლიკვიდირების გადაწყვეტილება მიიღო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში?
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება