01.თებერვალი .2021 15:44

აშშ-ში ლობიზმისთვის $780,000-იან კონტრაქტზე პრემიერი განმარტებას აკეთებს

აშშ-ში ლობიზმისთვის $780,000-იან კონტრაქტზე პრემიერი განმარტებას აკეთებს
views 807
უკან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 2021 წლისთვის აშშ-ში ლობისტური კონტრაქტების განახლება დაიწყო. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს საგარეო აგენტების რეგისტრაციის გვერდ Fara-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ გაფორმებულ კონტრაქტზე კომპანია Chartwell Strategy Group-თან. ხელშეკრულება მხარეთა მიერ 21 იანვარს არის ხელმოწერილი და მის ფარგლებში კომპანიის გასამრჯელო თვეში 65,000 დოლარი ანუ წელიწადში $780,000 დოლარი იქნება.

ლობისტურ მომსახურებაში გაწეულ ფინანსურ რესურსზე, თან პანდემიის პერიოდში, პრემიერ-მინისტრს კითხვა დღეს ჟურნალისტებმა დაუსვეს, რაზეც გიორგი გახარიამ თქვა, რომ "ლობისტური ინფრასტრუქტურა ყოველთვის იარსებებს და ამაში ახალი არაფერია".

„აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ხარისხობრივად ასეთი მაღალი ურთიერთობა არ გვქონია. ლობისტური ინფრასტრუქტურა არის ელემენტარული ინფრასტრუქტურა, რომელიც ყოველთვის იყო და ამაში ახალი არაფერია. ეს ყოველთვის იყო და იქნება როგორც საქართველოში, ისე სხვა დიდ ქვეყნებშიც.

რაც შეეხება პანდემიას, პანდემიიდან გამომდინარე, შეგიძლიათ შეადაროთ რიცხვები, რაც იგივე კომპანიასთან დადებულ იგივე კონტრაქტს ეხება - ნახავთ, რომ ამ კონტრაქტის ფასი რადიკალურად არის შემცირებული “, - განმარტა გახარიამ.