მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ნავთობის მარაგი რეკორდულ ნიშნულზეა

5ee20a1a28981
ნათია თაქთაქიშვილი
11.06.20 21:40
1948
აშშ-ში ნავთობის კომერციული მარაგების მოცულობა რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ენერგეტიკის შესახებ ინფორმაციის სამმართველო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 30 მაისიდან 5 ივნისამდე პერიოდში აშშ-ის ნავთობის კომერციული მარაგების მოცულობა 1,1%-ით გაიზარდა და ჯამურად 538 მილიონ ბარელს გაუტოლდა, რაც ამგვარი სტატისტიკის წარმოების ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სამმართველოს მიერ მომზადებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ნავთობის კომერციული მარაგების ამჟამინდელი მოცულობა, დაახლოებით 14%-ით აღემატება ბოლო 5 წლის საშუალო მაჩვენებელს. ხოლო, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მარაგების მოცულობის ზრდამ 10% შეადგინა.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, Goldman&Sach-ის ანალიტიკოსები მომდევნო კვირებში ნავთობის ფასის საგრძნობ ვარდნას პროგნოზირებენ.

ფასების შესაძლო ვარდნის მიზეზად ანალიტიკოსები რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ, მათ შორის უცნობია თუ რამდენად მაღალი იქნება მოთხოვნა ნავთობზე, ასევე, მნიშვნელოვანი იქნება ნავთობის უკვე დაგროვილი მარაგები, რომელიც მაქსიმალურ ნიშნულზეა.