მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა

5f1d519ba96c4
BM.GE
26.07.20 14:00
1588
საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი გაზრდილია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, 2020 წლის პირველ ნახევარში საქართველოში არსებული საგანგებო მდგომარეობისა და შეზღუდვების მიუხედავად, აშშ-ში ღვინის ექსპორტი 5%-ით გაიზარდა და ის $1.43 მილიონ დოლარს შეადგენს. 

რაც შეეხება ჯამურად ღვინის ექსპორტს, ის საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის 6 თვეში $91.4 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 6%-ით ნაკლებია. შესაბამისად, აშშ-ზე ღვინის ექსპორტის მხოლოდ 1.5% მოდის.

ჯამურად, ღვინის ექსპორტის შემცირების უმთავრესი მიზეზი ღვინის ყველაზე მსხვილ ბაზარზე - რუსეთში არსებული კლებაა, სადაც ექსპორტი $54.2 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 8%-ით არის შემცირებული. 

ქართული ღვინის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

რუსეთი - $54.2 მილიონი დოლარი;
უკრაინა - $9.6 მილიონი დოლარი;
ჩინეთი - $6.8 მილიონი დოლარი;
პოლონეთი - $4.5 მილიონი დოლარი;
ბელარუსი - $2.9 მილიონი დოლარი;
ლატვია - $1.9 მილიონი დოლარი;
გერმანია - $1.3 მილიონი დოლარი.