მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ზრდის ფონზე ნავთობის ფასი დაეცა

62a3a30799f55
ალა ისპირიანი
11.06.22 00:15
1232
ნავთობის ფასები დაეცა. Reuters-ის ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ში სამომხმარებლო ფასები მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა და ჩინეთმა COVID-19-ის გამო ზომები მიიღო.

Brent-ის ნავთობის ფასი 1,06 დოლარით შემცირდა და ბარელზე 122,01 დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება WTI-ს ნავთობის ფასს, ის 84 ცენტით შემცირდა და ბარელზე 120,67 დოლარი შეადგინა.

დღის განმავლობაში, უოლ სტრიტის აქციებთან ერთად ნავთობის ფასები მას შემდეგ დაეცა, რაც ცნობილი გახდა, რომ მაისში აშშ-ში სამომხმარებლო ფასებმა მოიმატა. Reuters-ი წერს, რომ სიტუაცია ქმნის მოლოდინს, რომ ფედერალური სარეზერვო სამსახური მონეტარულ პოლიტიკას უფრო აგრესიულად გაამკაცრებს.