მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში საქართველოს საელჩო ამერიკული "ტრამოს" მიერ ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციის მნიშვნელობაზე საუბრობს

5e57988c7de82
BM.GE
27.02.20 14:21
1923
ამერიკაში საქართველოს საელჩო აშშ–საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების 2019 წლის მიმოხილვას აქვეყნებს. მასში ამერიკული კომპანია "ტრამოს" მიერ განხორციელებულ პირდაპირ ინვესტიციაზეა საუბარი, რომელიც ბათუმში ტერმინალის მიმდინარე მშენებლობისთვის განხორციელდა.

"2019 წელს აშშ–საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისკენ მიმართული არაერთი ინიციატივა განხორციელდა. ამერიკულმა კერძო კომპანიებმა ქვეყანაში ყველაზე დიდ პროექტებში პირდაპირი ინვესტიციები ჩადეს. მათ შორის იყო აშშ–ის კერძო კომპანია "ტრამო“. იგი საქართველოდან კასპიის ზღვამდე აყალიბებს სატვირთო ტერმინალების ქსელს, რომლის მიზანს მსოფლიოს ბაზრებისთვის მინერალების მიწოდება წარმოადგენს. ამ პროექტში ჩადებული ინვესტიციის მოცულობა 20 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რომელიც საქართველოში, კერძოდ ბათუმის პორტში მინერალური სასუქებისთვის ახალი ტერმინალის მშენებლობას უნდა მოხმარდეს" - ნათქვამია ანგარიშში.

"ტრამოს" მიერ განხორციელებული ინვესტიცია ასევე იმითაა მნიშვნელოვანი,რომ აჭარის რეგიონში პირველ პირდაპირ ამერიკულ ინვესტიციას წარმოადგენს.

ჯერ კიდევ გასულ წელს ცნობილმა ამერიკულმა გამოცემა ,,Forbs"-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა ბათუმის პორტის ტერმინალის მშენებლობას. ჟურნალისტი Joresa Blount ამ პროექტის, როგორც თანამედროვე „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელობაზე საუბრობდა, ასევე ამერიკული კომპანია „ტრამოს“ დაინტერესებასა და პარტნიორობაზე ამახვილებდა ყურადღებას:“ტრამო“ ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული ტრეიდული კომპანიაა, რომელიც 1965 წელს დაარსდა და მსოფლიოს მასშტაბით უამრავ პროექტს ახორციელებს. 2011 წელს ,Forbs"-მა "ტრამო" 500 უმსხვილეს კერძო ამერიკულ კომპანიას შორის 34-ე ადგილზე დაასახელა” – ნათქვამი იყო სტატიაში.

უფრო ადრე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ტერმინალის მშენებლობაზე კონგრესმენებმა ალექსანდერ მუნიმ და ადამ კინზინგერმაც ისაუბრეს.

„ამერიკული ინვესტიცია მნიშვნელოვანია ქართულ-ამერიკული თანამშრომლობისთვის. ვუყურებ რა ამ პორტს და მომავალ პოტენციალს, ვხედავ, როგორ შეგვიძლია, გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ მრავალმხრივი ურთიერთობები, - იქნება ეს ეროვნული თუ ეკომიკური უსაფრთხოება. ეს შექმნის სამუშაო ადგილებს, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას"- განაცხადა კინზინგერმა.
წყარო: "აქცენტი"