14.მარტი .2020 19:19

აშშ-ში საქართველოს საკონსულო ბაქოს ტრანზიტით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

views 403
უკან

აშშ-ში საქართველოს საკონსულო საქართველოს იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც აშშ-დან ფრენისას ბაქოს ტრანზიტით სარგებლობენ.

"საქართველოს მთავრობისა და აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 14 მარტიდან 10 დღის განმავლობაში, დაიკეტა სახელმწიფო საზღვარი. ამასთან, ორივე ქვეყნის მოქალაქეები სახმელეთო გზით შეძლებენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას.

 ბაქოში ჩაფრენის გადაწყვეტილების შემთხვევაში თქვენ დაგეხმარებათ საქართველოს საელჩო საქართველომდე მგზავრობის უზრუნველყოფაში. აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერებია: +99450 2500716, 2500710"-ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა