მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში სასტუმროების 80% ცარიელია

5e8ee5abe7ac9
ნათია თაქთაქიშვილი
09.04.20 22:30
689
CNN-ი ანალიტიკურ კომპანია STR-ზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ კვირას ამერიკაში სასტუმროების მხოლოდ 21.6%-ი იყო დატვირთული.

კომპანიის მიხედვით, სასტუმროების დატვირთულობა თითქმის 68%-ით არის შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამჟამინდელი მონაცემებით, აშშ-ში ყველაზე ნაკლებად დატვირთული ჰავაის სასტუმროებია, სადაც ნომრების დატვირთულობა მხოლოდ 7%-ს შეადგენს. აღნიშნული მონაცემი 90%-ით არის გაუარესებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ გასული კვირის განმავლობაში, ნიუ–იორკში სასტუმროების დატვირთულობამ მხოლოდ 18% შეადგინა, რაც უმნიშვნელო გაუმჯობესებაა ორი კვირის წინანდელი მონაცემების (15%).

როგორც ანალიტიკური კომპანია STR-ი აცხადებს, მოცემულ კრიზისულ სიტუაციაში ბიუჯეტურ სასტუმროებს მეტი სტუმარი ჰყავთ, ყველა სხვა დანარჩენ პრესტიჟულ სასტუმროებთან შედარებით.