09.ივლისი .2020 20:20

აშშ-ში უმუშევართა შემწეობა გასულ კვირას კიდევ 1.3 მლნ ადამიანმა მოითხოვა

views 365
უკან

აშშ-ის შრომის დეპარტამენტის განცხადებით, 1.3 მილიონმა ადამიანმა მოითხოვა უმუშევართა შემწეობა გასულ კვირას. მათ მოთხოვნა დახმარებასთან დაკავშირებით პირველად დააფიქსირეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ბოლო სამი თვის მონაცემებზე დაყრდნობით, უმუშევართა შემწეობაზე მოთხოვნის სტატისტიკა კლების ტენდენციით ხასიათდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს აღნიშნული პრობლემა მარტივად ვერ მოგვარდება, როგორც ამას ეკონომისტები თავიდანვე იმედოვნებდნენ.

როგორც CNN-ი წერს, მდგომარეობა საიმედო არც კომპანიების გახსნის თვალსაზრისით არის, რადგან ბევრი გაზრდილი COVID-19-ის შემთხვევების გამო, ისევ თავს იკავებს ოპერირების განახლებისგან. 

ატლანტას ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ში დასაქმების დონე პანდემიის წინადროინდელ მდგომარეობას მხოლოდ 2021 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება.