მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში ვაქცინაცია იწყება - მოსახლეობა Pfizer-ის ვაქცინის განაწილების პროცესს ტაშით ხვდება

5fd673c3d4967
BM.GE
14.12.20 00:00
1495
ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დირექტორმა, რობერტ რედფილდმა ქვეყანაში Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. ამ დროისთვის ქვეყანაში ვაქცინის ტრანსპორტირებისა და განაწილების სამუშაოები მიმდინარეობს. 

საწყის ეტაპზე ვაქცინა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ასევე ხანდაზმულთა სახლების თანამშრომლებსა და მაცხოვრებლებს გაუკეთდებათ. 

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა პარასკევს გასცა, ხოლო აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტმა – შაბათს.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა ფარმაცევტული კომპანიების Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინის შეფასება გამოაქვეყნა. ორგანიზაციის პროგნოზით, 2021 წლის განმავლობაში Pfizer-ი COVID-19-ის ვაქცინის რეალიზაციით $5 მილიარდი დოლარის შემოსავალს მიიღებს. ამასთან, Moody-ის აღნიშნავს, რომ Pfizer-ის მიერ გაკეთებული განცხადებების თანახმად, ორგანიზაცია ვაქცინის თითოეულ პარტიაში მოგების მარჟას გაითვალისწინებს და ამ პროდუქტს საქველმოქმედო ღირებულებით არ გაყიდის. 

Pfizer-ისა და BioNTech-ის განცხადებით, 2021 წელს ისინი 1.3 მილიარდი დოზის წარმოებას გეგმავენ.

ვაქცინაციის პროცესში 16 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანები ჩაერთვებიან.