მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-სთან დავის შედეგად ჩინეთის ექსპორტი შემცირდა

5da5875f7de93
მიხეილ ხაჩიძე
15.10.19 21:43
1095
ჩინეთის საგარეო ვაჭრობაზე აშშ-თან არსებული სავაჭრო დავა მძიმედ აისახა. ორ ქვეყანას შორის სადამსჯელო ტარიფებისა და ცუდი მოლოდინების გამო, სექტემბერში ჩინეთის ექსპორტის მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.2%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტმა 8,5%-იანი კლება განიცადა. Reuters-ის ცნობით, სახალხო რესპუბლიკის მთლიანმა სავაჭრო ბალანსმა სექტემბერში 39,65 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.



სპეციალისტები აცხადებენ, რომ სავაჭრო დავის გარდა, დაბალი იმპორტი საშინაო მოთხოვნის შესუსტებითა და ჩინეთის ეკონომიკის შენელებული ზრდითაა გამოწვეული.

 

ორი გიგანტური ეკონომიკის მქონე ქვეყნის ერთ წელზე მეტხნიან სავაჭრო დავის შემდეგ, დონალდ ტრამპმა გასულ კვირას განაცხადა, რომ პეკინთან ნაწილობრივი შეთანხმება მიღწეულია. შეთანხმების ეს „პირველი ეტაპი“ მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ფინანსური მომსახურების სფერო და სასოფლო-სამეურნეო სექტორში თანამშრომლობა. აშშ-მა ასევე მიიღო გადაწყვეტილება, ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე საბაჟო მოსაკრებელი 25-დან 30 პროცენტამდე აღარ გაეზარდა.