საქართველოს ვიცე-პრემიერის და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „აშშ-სთან პირდაპირ ავიამიმოსვლის დაწყება გრძელი და რთული პროცესია“. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, პირდაპირი ფრენების დაწყება ტექნიკური და კომერციული საკითხებს მოიცავს, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს.
„ეს მათ შორის ტექნიკურ მზადყოფნას, ანუ აეროპორტების ტექნიკურ შესაბამისობას გულისხმობს, რადგან ამერიკის ადმინისტრაციას უსაფრთხოების ნორმებთან, შემოწმების პროცედურებთან დაკავშირებით განსაკუთრებული სპეციფიკური მოთხოვნები აქვს. ამაზე მუშაობა კოვიდამდე იყო დაწყებული და კოვიდმა ეს პროცესი შეაფერხა. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ 2023 წელს გვეყოლება მისია, რომელიც მოახდენს აუდიტს და გვექნება დეტალური რეკომენდაციები თუ რა არის საჭირო ინფრასტრუქტურული შესაბამისობისთვის. მეორე ნაწილი კომერციულია, რომ ჩვენ გვყავდეს დაინტერესებული ავიაკომპანია, რომელიც აშშ-ის მიმართულებით იფრენს. თუმცა იმ აღდგენის ტენდენციიდან გამომდინარე, რომელიც ავიაციის სფეროშია, ოპტიმისტურად ვუყურებთ და ვფიქრობთ, რომ გარკვეული პერიოდი ამას დასჭირდება, თუმცა რეალისტურია, რომ პირდაპირი ფრენები აშშ-სთანაც გვქონდეს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
შეგახენებთ, რომ ქართულმა მხარემ ამერიკულ ავიაკომპანიებთან (United Airlines, Delta Airlines, American Airlines) შეხვედრები ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერში გამართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მაშინ მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის დაწყებისთვის აუცილებელ პროცედურულ საკითხებზე ისაუბრეს და ამ მიზნით, საავიაციო ხელისუფლებებს შორის ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი