ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების საკითხი, სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე დახურული არ არის. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკას თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით მოლაპარაკებები ქვეყნებთან შეჩერებული აქვს, თუმცა მიდის მუშაობა სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან ახალი მოდელის შემუშავებაზე.
„აშშ-სთან თავისუფალ ვაჭრობაზე მუშაობა იცით, რომ მიმდინარეობს, თუმცა ამერიკას თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებები ყველა ქვეყანასთან შეჩერებული აქვს, შესაბამისად მარტივი არ არის რომ ეს საქართველოსთან მოხდეს, მაგრამ საქართველოს აშშ-სთან განსაკუთრებული სტრატეგიული თანამშრომლობა აქვს და ასეთი რამდენიმე ქვეყანაა, რაც ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელთან (USTR) შეხვედრის დროსაც აღნიშნული იყო და განიხილება განსხვავებული მოდელები, ანუ ახალი პრაქტიკა თუ როგორ შეიძლება სტრატეგიულ პარტნიორებთან ვაჭრობის კუთხით თანამშრომლობა. ეს ერთეული ქვეყნებია, მათ შორის ბრიტანეთი, საქართველო და ა.შ. ეს რთული პროცესია, მაგრამ სტრატეგიული ურთიერთობიდან გამომდინარე საკითხი დახურული არ არის და ღიაა“, - განაცხადა მინისტრმა.
პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე საუბარი 2012 წლის დასაწყისში დაიწყო, როცა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკელ კოლეგას ბარაკ ობამას შეხვდა. "ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი საკითხის მნიშვნელობასა და მოლაპარაკებების პროცესზე განცხადება არაერთხელ გაკეთდა. 2018 წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი მამუკამ ბახტაძე აცხადებდა, რომ აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხის განხილვის აქტიურ ფაზაში იყო გადასული.
მიმდინარე წლის ოქტომბერში, საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობა გრძელდება. როგორც დეგნანმა bm.ge-ს უთხრა, ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას განამტკიცებს.
აღსანიშნია ისიც, რომ საქართველოს განვითარების სტრატეგია - „ხედვა 2030“-ის მიხედვით 2030 წლისთვის იმ ქვეყნების რიცხვი, ვისთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ექნება, შვიდით გაიზრდება. ეს ქვეყნებია ისრაელი, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, სერბეთი, აშშ, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ინდონეზია.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველო-აშშ-ს სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მლრდ დოლარი, უფრო ზუსტად კი 984 მლნ დოლარი იყო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნებს შორის ვაჭრობა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 45.1%-ით გაიზარდა და ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება