14.სექტემბერი.2018 10:40
ეკონომიკა

აშშ-თან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ამოქმედება ისევ დღის წესრიგშია

აშშ-თან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ამოქმედება ისევ დღის წესრიგშია
საქართველო აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე კონსულტაციებს გადის. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე აცხადებს, რომ საქართველოს ექსპორტის 75% იმ ქვეყნებზე მოდის, რომელთანაც ჩვენს ქვეყანას თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აქვს. შესაბამისად, საქართველო არაერთ ქვეყანასთან განიხილავს ვაჭრობის კუთხით პარტნიორობას. ერთ-ერთი ასეთი დიდი ბაზარია ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთანაც ქართული მხარე აქტიურ კონსულტაციებს მართავს. საქართველომ უკვე ჩაატარა მიზანშეწონილობის კვლევა, თუ რა შესაძლებლობებს მისცემს აღნიშნული შეთანხმება ორ ქვეყანას. ჯერი ამჯერად ამერიკის შეერთებული შტატების ნებაზეა.

„რჩება დღის წესრიგში აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების შესაძლებლობის განხილვა. ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ მათთან კონსულტაციებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ უკვე ჩაატარა მიზანშეწონილობის კვლევა თუ რა შესაძლებლობები შეიძლება მისცეს ორივე ქვეყანას აღნიშნულმა შეთანხმებამ როგორც ვაჭრობის, ისე ინვესტიციების კუთხით. გამომდინარე ამერიკის დღის წესრიგიდან, რომ ის იმყოფება აქტიურ ფაზაში NAFTA-თან მოლაპარაკებებში მექსიკასთან და კანადასთან, გამომდინარე ამ დღის წესრიგიდან, ჩვენთან ვერ ახდენს აქტიურ კონსულტაციებში შემოსვლას აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ამერიკის ვაჭრობის წარმომადგენლობასთან ვიმყოფებით მუდმივ კონსულტაციების ფორმატში, რომ განვიხილოთ თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა“-განმარტავს BM.GE-თან გენადი არველაძე.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

23.ივლისი.2019 17:05
55

ლარი დოლართან მიმართებით 2.89-მდე გაუფასურდა

ვრცლად
23.ივლისი.2019 17:00
56

„წელს რეკორდული თანხა - 400 მლნ იხარჯება რეგიონებში, რაც 6700 პროექტის განხორციელებას მოხმარდება“

ვრცლად
23.ივლისი.2019 16:28
351

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” მაია ცქიტიშვილს პასუხობს

ვრცლად
23.ივლისი.2019 16:00
97

„კანადასთან საინვესტიციო შეთანხმება კანადელ და ქართველ ინვესტორებს ინვესტიციების განხორციელებაში დაეხმარება“

ვრცლად
23.ივლისი.2019 15:18
235

ქართული ბანკების მიმართ მოქალაქეთა პრეტენზიები 69%-ით გაიზარდა

ვრცლად
23.ივლისი.2019 14:34
265

ერთი დოლარის ღირებულება 2.90 ლარამდე გაიზარდა

ვრცლად